მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე აქტივისტ ნატა ფერაძის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.
"ძალიან მნიშვნელოვანია ნატა ფერაძის ფიზიკური უსაფრთხოება და დაცვა. ძალიან სარისკოა ის, რაც მის მიმართ ხდება. სახელმწიფომ მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა დაიცვას." - წერს ხატია დეკანოიძე "ფეისბუკში".
ცნობისთვის, ნატა ფერაძის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე „ალტ-ინფოს“ წევრები არიან შეკრებილი .
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. - სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას