“პენსიონერმა მშობლებმა ჩარტერი დაიქირავეს” - ღარიბაშვილისთვისაც კი ცინიკური ფსკერია" - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე პრემიერ მინისტრის მიერ აშშ ში განხორციელებული კერძო ვიზიტის ფინანსურ წარმომავლობას.

“პენსიონერმა მშობლებმა ჩარტერი დაიქირავეს” - ღარიბაშვილისთვისაც კი საზარელი ცინიკური ფსკერია.

ანუ იფიქრეს  ერთი კვირა და ეს ტროლების გზავნილი მოიფიქრეს. - წერს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით,  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.