მძიმე იყო, როდესაც ასე ამპარტავნულად, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე ელაპარაკებიან [უმრავლესობის წარმომადგენლები] ევროკავშირს - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პარლამენტარებთან შეხვედრა შეაფასა.

„სიმართლე გითხრათ, მე შეხვედრიდან ძალიან მძიმე შთაბეჭდილებით გამოვედი. ბევრ ოფიციალურ შეხვედრაზე ვყოფილვარ, ეს არ არის ჩემი პირველი შეხვედრა ბატონ ბორელთან, მაგრამ ასეთი, ჩემთვის ძალიან სამწუხარო გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისგან და უმრავლესობისგან პრაქტიკულად მე არ მომისმენია. მძიმე იყო, როდესაც ასე ამპარტავნულად, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე ელაპარაკებიან ევროკავშირს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.