ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

„სამარცხვინოა ეს მთავრობა და საერთოდ, სამარცხვინო მდგომარეობაშია ქვეყანა.

კარგი იქნებოდა ზურაბიშვილს ეთქვა საჯაროდ ამ ვიზიტებზე და დაეფიქსირებონა საკუთარი პოზიცია. არ გამოდის შუალედური პოზიცია“- წერს ხატია დეკანოიძე.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ვიზიტით საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.