"ზელენსკის და უკრაინას ივანიშვილის შიკრიკები ნაკლებად აინტერესებთ, ისევე როგორც საერთაშორისო სამყაროს. ჩვეულებრივი სასოწარკვეთილი თაღლითები არიან." - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს:
"კობახიძე საკუთარი გადაწყვეტილებით უკრაინის რეაბილიტაციის კონფერენციაზე ბერლინში ვერ გაემგზავრებოდა. ეს ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რაც ფარისევლობის, საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებისა და უთავმოყვარეობის კარგი მაგალითია.
ორი წლის განმავლობაში “მეორე ფრონტის” პროპაგანდით კვებავდნენ მოსახლეობას. უკრაინის ხელისუფლების ლანძღვით იწყებდნენ ყველა განცხადებას.
ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინისთვის მიეწოდებინა სასწრაფო დახმარების მანქანები, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის საჭირო ვერტფრენის ნაწილები. უარი თქვა დეოკუპირებული ტერიტორიების განაღმვის საერთაშორისო პლატფორმაზე მიერთებაზე. არ დასწრებია უკრაინაში დაღუპული ჩვენი მებრძოლების დაკრძალვას.
რამდენიმე დღის წინ, იმედზე უკრაინელი ჯარისკაცების საფლავების ფონზე მომზადებული რეპორტაჟი გავიდა, დანგრეული შენობებისა და ქალაქების კადრებით.
“ომი გინდათ” - კრემლისტური პროპაგანდა გახდა ქოცების მთავარი პლატფორმა.
აი, ამ ყველაფრის შემდეგ, კობახიძე ივანიშვილმა გააგზავნა ბერლინში, რომ აჩვენოს თითქოს იზოლაციაში არ არის.
ზელენსკის და უკრაინას ივანიშვილის შიკრიკები ნაკლებად აინტერესებთ, ისევე როგორც საერთაშორისო სამყაროს.
ჩვეულებრივი სასოწარკვეთილი თაღლითები არიან."