რეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ში ყოფილი ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმიანება.

„ბიბლიური ადამი ედემში, ცოდვით დაცემის შემდეგ, მამა ღმერთს დაემალა საკუთარი სიშიშვლის შერცხვა.

და შენ ადამ?! 15 წელია რუსეთის ელჩი გაძევებულია საქართველოდან. აღარაფრის აღარ გრცხვენია?!“, - წერს ხაინდრავა.

ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს ასე გამოეხმაურა: „საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ - წერს ადამ კინზინგერი.