ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს.
„საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით, რომ რუსეთი აგებს?“, – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.
Curious when the last time they summoned the ambassador of Russia, or even condemned Russia? Hey Georgian Dream Party, you know Russia is losing right? https://t.co/PL3USTGL2y
— Adam Kinzinger #fella (@AdamKinzinger) January 25, 2023