დანარჩენი ჯაშუშები იცავენ ჯაშუშ ფარცხალაძეს, - ასე აფასებს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
"ფბს-ს აგენტი რომაა ფარცხალაძეს, ეს უკვე ვიცით, დანარჩენი ჯაშუშები, ვინც ჯერ ოფიციალურად გამოვლენილი არ არის, იცავენ ჯაშუშ ფარცხალაძეს და ყველაფერს აკეთებენ, საკუთარ ფულს უფრთხილდებიან, იმიტომ, რომ იციან, რომ მათაც ეს პრობლემა შეექმნებათ და ეს ჯაშუშები, ვინც ფარცხალაძეს იცავს, ეჭვმიტანილი კი არ არის, დადასტურებული ჯაშუშია", - განაცხადა ხაბეიშვილმა.