„საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო და რჩება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო დიპლომატიური მისიების პრიორიტეტი. სწორედ ასეთი პოზიციებიდან მუშაობს უკრაინის საელჩო საქართველოში, უკრაინის მოქალაქის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად" - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
"უკრაინა ღრმად არის შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებით. მისი კრიტიკული მდგომარეობისა და სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, განიხილოს მისი მკურნალობისთვის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გადაყვანის შესაძლებლობა. ეს იყო პრეზიდენტის წინასაახალწლო მიმართვაში. ასევე, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებულს დმიტრო ლუბინეცსს. ამ თხოვნით მივმართეთ 2022 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სმანისტროს მისამართზე გავაგზავნეთ ლუბინეცის წერილი, რატი ბრეგაძის მისამართზე, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი ჩვენ არ მიგვიღია.
უფრო მეტს გეტყვით, მე პირადად მქონდა კონტაქტი პრეზიდენტთან, ასევე საახალწლო მიღების დროს, მივმართე საქართველოს პრემიერმინისტრს, რომ მისცეს ჩვენს ომბუდსმენს შესვლის ნებართვა იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რომელიც უკვე არის სიკვდილის ზღვარზე. უკრაინა გამომდინარეობს იქიდან, რომ სააკაშვილისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია ამიტომ, დაჟინებით ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მოწყალება და სამკურნალოდ გადაიყვანოს იგი ევროპის ან აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.
ჩვენ უშუალოდ ვაკვირდებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. კონსული თავისი მოვალეობის შესრულების მიზნით, რეგულარულად მიდის მიხეილ სააკაშვილთან, ის უყურებს სააკაშვილს და ხედავს, რომ მან დაკარგა 50-ზე მეტი კილოგრამი თავისი წონის, ის კვდება იმ ციხეში - ამას ეფუძნება უკრაინის მოთხოვნა. პოდოლიაკმაც თქვა, გამოიჩინეთ მოწყალება, გაათავისუფლეთ სააკაშვილი, გადაარჩინეთ მისი სიცოცხლე, ჩაუტარეთ მკურნალობა, რეაბილიტაცია. ექიმები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ამბობენ, რომ მას აქვს 14 მძიმე დიაგნოზი, მთავარი დიაგნოზი ეს არის მოწამვლა მძიმე მეტალებით, ნახეთ რას ამბობენ ექიმები სასამართლოზე მის მდგომარეობასთან დაკავშირებით!
უკრაინის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დავიცვათ კანონიერი უფლებები და ინტერესები მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის“,- განაცხადა კასიანოვმა "პალიტრა ნიუსის" ეთერში
თარგმანი "მთავარი არხი"