კობახიძეს ვურჩევ სანამ ბორდერიზაციაზე რუსების ნარატივს გაიმეორებს, მანამდე რუკა დაიდოს, ცოტა გეოგრაფიაში ივარჯიშოს და ერთხელ მაინც ჩავიდეს ოკუპაციის ხაზზე", - ამის შესახებ პარტია "საქართველოს" წევრი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ბორდერიზაციასთან დაკავშირებით:

"ეს უტიფარი მატყუარები ყველა რეკორდს ხსნიან რუსების სასარგებლო ტყუილების ტირაჟირებაში.

მარტივი ფატები:

- ბორდერიზაცია როგორც პროცესი წარმოუდგენლად ინტენსიური გახდა 2013 წლის თებერვალ მარტიდან (ოცნება რომ უკვე ხელისუფლებაში იყო). დღეს 65-66 კმ-ს მიაღწია მხოლოდ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით (აფხაზეთს არც ვახსენებ..). ამაზე ვესაუბრებოდით ჩვენ ყოველთვის პარტნიორებს როცა ხელისუფლებაში ვიყავით და ეს საკითხი იყო უმაღლეს პოლიტ. დღის წესრიგში აყვანილი.

- რა ხდება ახლა, გარდა იმისა რომ ეს უტიფარი, რომელიც იმ ერთმა კაცმა პრემიერის პოსტზე დადო და ერთხელ არ არის ნამყოფი ოკუპაციის ხაზზე და უბრალოდ გონში არაა საერთოდ ამ საკითხის - რუსებს პირს სწმენდს და ბორდერიზაციას ისევ საკუთარ ქვეყანას აბრალებს.

- ფაქტი ისაა, რომ არანაირი ადმინისტრაციული საზღვარი და რაღაც მსგავსი აბსურდი ბორდერიზაციის კონტექსტში არ არსებობს როგორც “არგუმენტი”, რადგან ბორდერიზაცია რუსების მიერ კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი იყო თავიდანვე (ამას არც მალავდნენ) და იმ ტერიტორიებს მოიცავდა/ს, რომელიც არასოდეს ე.წ. ადმინისტრაციულ ხაზს შიგნით არ ყოფილა (ასეთია სოფ. პერევი, საჩხერის, დუშეთის, ხაშურის, ქარელის, გორის რაიონების ბევრი ტერტ. სეგმენტი, თრუსოს ხეობის მაგალითები და სხვები).

- ოცნების დროს გახარია იყო ის ერთადერთი, რომელმაც რეალურად ბორდერიზაციაზე წითელი ხაზი გაავლო და საგუშაგოები ჩადგა და აწია ჩორჩანასა და პერევში. კობახიძემ გეოგრაფიაც კი არ იცის სადაა ეს ტერიტორიები, ან რა უძღვოდა ამ გადაწყვეტილებებს.

- სწორედ გახარია იყო ის ვინც ოსებს 1750 ჰა ისტორიული ხაშურის ტერიტორია (უკვე მონიშნული, სათავისოდ დახაზული და შესაღობად გამზადებული) არ შემოასაზღვრინა რასაც თვით მაშინდელი დე ფაქტო “ლიდერი” ბიბილოვი გადაჰყვა კიდეც.

- ამიტომ კობახიძეს ვურჩევ სანამ ბორდერიზაციაზე რუსების ნარატივს გაიმეორებს, მანამდე რუკა დაიდოს, ცოტა გეოგრაფიაში ივარჯიშოს და ერთხელ მაინც ჩავიდეს ოკუპაციის ხაზზე" - წერს კახაბერ ქემოკლიძე.