მეგობრებო ბევრმა კარგმა ადამიანმა მომწერა ქარდზე და ვერ გპასუხობთ ინდივიდუალურად ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. ნუ დარდობთ და ნერვიულობთ, რადგან ყველაფერი იქნება კარგად! ჩვენ მიზანს ვხედავთ, ფოკუსს ვასწორებთ და ამოცანის შესასრულებლად უშიშრად მივდივართ! - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენელი კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ეს არ არის წითელ ხალიჩა დაგებული და თეთრი ვარდებით მოფენილი გზა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოცნების არსებულ, ძალიან შემცირებული მხარდაჭერის ჩამოშლას ჯერ კიდევ სჭირდება ეფექტიანი კონტრ-პროპაგანდა!
საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დასრულდება ისე როგორც დაემართა საბჭოთა კავშირს და კომუნისტებს - ნორმალური, ცივილური, განათლებული, გონიერი, ნამდვილად პრო-ქართველები გაიმარჯვებენ და შექმნიან სამართლიან სახელმწიფოს ყველასთვის და პროვინციული ოლიგარქია პირწმინდად დამარცხება! End of Story - წერე კახაბერ ქემოკლიძე.
ცნობისთვის, საუბარი ბანერზე რომელიც "ფეისბუკზე" "გახარია news საქართველოსთვის" გვერდზე გამოქვეყნდა.