მესმის, რომ მცირე დროა დარჩენილი, მაგრამ იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. არაერთი განცხადება გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დათქმულ ვადებში დასრულდება მიმდინარე სამუშაოები. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. 

თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელისა ნაკლებობაა, რის გამოც, მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები ხშირად ირღვევა.

„სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭრდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ.  ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხს და დათქმული ვადებში დაცვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.