განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, ე.წ. ზიზღის კამპანიის შესახებ.
„კატეგორიულად მიუღებელია რასაც ვხედავთ, ვისმენთ, ეს მიზანმიმართული ქმედებებია. შეიძლება, განსხვავებული
პოლიტიკური შეხედულება, მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხისადმი, მაგრამ ეს არ ნიშnავს, რომ ერთმანეთს ფიზიკურად გავუსწორდეთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, პოლიტიკოსები ვართ, სიყვარულსერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია“, -
განაცხადა კახა კალაძემ.