შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა, - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
„შეიძლება ჩვენ გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები, შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა დამოკიდებულება საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა. ძალიან ბევრი შემთხვევაა, თუნდაც იმ ქალი დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული აგრესია და არაერთი გვინახავს შეურაცხმყოფელი განცხადებები მათი მხრიდან, პიროვნული შეურაცხყოფებიც, ეს არ არის ლამაზი ფორმა და ყველამ, მეც თუ მაქვს რაიმე არასწორი განცხადება გაკეთებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის. რაღაც ჩარჩოები არსებობს, რაღაც ხაზები არსებობს და არ უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი. მესმის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველამ უნდა შევიკავოთ თავი ასეთი განცხადებებისგან,“ - ამბობს კახა კალაძე.
ცნობისთვის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა - თეონა აქუბარდია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე - მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით "პახმელიაზე" ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა
ასევე, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ანი წითლიძეს: "შენ ხარ ბანძი! იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა"