მადლობა ევროკავშირს, რომელმაც საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენ მოვიპოვეთ სტატუსი, რასაც ნამდვილად ვიმსახურებდით, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე „ტვიტერზე“ წერს.

„მადლობა ევროკავშირს, რომელმაც საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.
ჩვენ მოვიპოვეთ სტატუსი, რასაც ნამდვილად ვიმსახურებდით", - წერს კალაძე.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.