„ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონი ითხოვს, არის გამჭვირვალობა და შესაბამისად, ის ვერ იქნება  ანტიკონსტიტუციური“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„გადაწყვეტილების გამოცხადებას აქვს თავისი ვადები და შესაბამისად, როდესაც ამის დრო და აუცილებლობა იქნება, დარწმუნებული ვარ, გამოცხადდება. კანონთან დაკავშირებით კი შეუძლებელია, რაიმე კითხვები არსებობდეს ან რაიმე პრობლემა იყოს, ერთადერთი, რასაც კანონი ითხოვს, არის გამჭვირვალობა. შესაბამისად, ეს ვერ იქნება პრობლემური, ანტიკონსტიტუციური და ვერ შეეწინააღმდეგება დემოკრატიას და  დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.