„როგორ შეიძლება, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ეწინააღმდეგებოდეს გამჭვირვალობას. ეს კანონი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება თუ ტელევიზიები, რომლებიც ფულს იღებენ გარედან, უცხოეთიდან, იყვნენ დაფიქსირებული და იცოდნენ, საიდან მიიღეს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება ეს ფული“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შეკითხვას ქოლცენტრების საქმეზე.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონს“ ისინი ეწინააღმდეგებიან, ვისაც პოლიტიკაში შავი ფულის მოძრაობა უნდათ.

„როდესაც გაქვს სურვილი, ეს ყველაფერი დაფარო, გაქვს სურვილი, შავი ფული ამოძრაო პოლიტიკაში, დააფინანსო რევოლუციური სცენარი, ვითომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ატრენინგებ, დააფინანსო ექსტრემისტული ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, არ გექნება სურვილი, გამჭვირვალობის კანონი იყოს მიღებული და იმიტომ არის წინააღმდეგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.