თბილისის მერი განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ მიესალმება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლას და „დიფ სთეითის“ დამარცხებას.

 „მშვიდობას ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მოწადინებული იყვნენ, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო, საქართველო  ჩართულიყო ომში. ხომ წარმოგიდგენიათ, რას მივიღებდით, საქართველოს ხელისუფლებას რომ შეცდომა დაეშვა, რა შედეგი გვექნებოდა დღეს? ახლა გამოდიან და ამბობენ, ჩვენ როდის მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას სანქციებში ჩართულობისა და მეორე ფრონტის გახსნისკენო. აი, ასეთ უტიფრებთან გვაქვს საქმე, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ის იბრძოლებს იმისთვის, რომ დაამარცხოს „დიფ სთეითი“. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან „დიფ სთეითის“ დამარცხება არ არის მარტივი საქმე, იმიტომ რომ საკმაოდ ფესვგადგმულია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. ამ გამოწვევაში მინდა, პრეზიდენტ ტრამპს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაღელვებს ჩვენი ქვეყანა, რა დამოკიდებულება და ურთიერთობა იქნება საქართველოსთან მიმართებაში. როგორც კი შეიცვლება ის დამოკიდებულება, რომელიც წინა ადმინისტრაციას ჰქონდა, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე და დავინახავთ, რომ „დიფ სთეითი“ დამარცხებულია, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.