თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველო ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმას ივნისის ბოლომდე შეასრულებს და ამის შემდეგ სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყნის მეგობრებზე იქნება დამოკიდებული.

„რაც შეეხება ევროპულ მომავალს და სტატუსის საკითხს, 12-პუნქტიან გეგმას, მიუხედავად იმისა, რომ მოგვცეს ეს რეკომენდაციები, ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას და ყველანაირად წინ ვიყავით, თუ შევედრებით სხვა ქვეყნებს, ვისაც მიენიჭა  სტატუსი. მიუხედავად ამისა, 12-პუნქტიან გეგმას აუცილებად შევასრულებთ. ივნისის ბოლოს ყველაფერი იქნება შესრულებული და შემდეგ, ჩვენს მეგობრებზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სტატუსის მოცემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ