თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია არათუ არ დგამს ნაბიჯებს, რათა საქართველომ 12 რეკომენდაცია შეასრულოს, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არის არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ხელის შეშლა, არამედ ქვეყნისთვის ხელის შეშლა, რომ არ მიიღოს სტატუსი.

 

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა 12-ვე რეკომენდაცია იყოს შესრულებული და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. არათუ პოზიტიური ნაბიჯის გადმოდგმა, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ამ პროცესს.

 

არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ესქართული ოცნებისთვის ხელის შეშლაა, ეს ამ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, რათა ხელი შეუშალონ ქვეყანას სტატუსის მიღებაში. არა მხოლოდ აქ, იქაც, უცხოეთშიც დარბიან კაბინეტიდან კაბინეტში. ასდარბოდნენ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს, უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღების დრო და  მცდელობაჰქონდათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო საქართველოს სასარგებლოდ მიღებული. ეს ადამიანები ისევ აგრძელებენ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ბრიუსელში, მერმა იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს და არა საწინააღმდეგოდ.

 

პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ პრეზიდენტს მთავრობამ თანხმობა მისცა აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით და იმედი მაქვს,  ეს ტრიბუნა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ყველანაირი მხარდაჭერა სტატუსის მისაღებად. პრეზიდენტთან დაკავშირებით, მე გავაკეთე განცხადება, რომ არ მინდა პოლემიკაში შევიდე, ისევ და ისევ ჩემი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, პრეზიდენტის ინსტიტუტსაც ვუფრთხილდები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.