UFC-ს სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა, ამერიკელ შონ ო’მალისთან სატიტულო ბრძოლა გამართა

მერაბ დვალიშვილმა შეხვედრა მოიგო და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. 

ქართველმა სპორტსმენმა, რომლის უპირატესობაც მთელი შეხვედრის განმავლობაში აშკარა იყო, მესამე რაუნდის მიწურულს ამერიკელი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

MMA-ს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და ქარიზმატულმა მერაბ დვალიიშვილმა ზედიზედ მე-13 შეხვედრა მოიგო, სულ კი მის ანგარიშზე 20 გამარჯვებაა.










შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა მსოფლიო ჩემპიონობის მოპპოვების შემდეგ უკვე მეორედ დაიცვა ტიტული


მერაბ დვალიშვილის ემოციური მისალმება გამარჯვების შემდეგ იხილეთ აქ

მასალა ბოლოს 09:52 საათზე განახლდა.