ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მალიკ მურზალინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს და ყაზახეთს პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, რაც თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს ეფუძნება.

კახა კახიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობა და კომუნიკაცია კიდევ უფრო აქტიური გახდეს, რაც ხელს შეუწყობს როგორც საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ასევე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი მიმართულებების მოძიებას და მხარდაჭერას.