დღეს ოპოზიციას, რომელმაც გადალახა ბარიერი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადნენ დეპუტატებად, ჰქონდათ ისტორიული შანსი მიეღოთ მონაწილეობა პარლამენტის პირველ სხდომაში. იმ სხდომაში, სადაც მონაწილეობას იღებდა ქართული ოცნების მთელი ხელმძღვანელობა, მათ შორის, საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტი და ყველა დეპუტატი. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატი კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ფაქტობრივად ერთ დარბაზში თავმოყრილი იყო ქართული ოცნების როგორც ხელმძღვანელობა, ისე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენეს, ან შეგნებულად, ჩემი აზრით, შეუქმნეს საკუთარ ამომრჩეველს ყალბი ილუზია.

თუკი რაიმე კითხვები და მოსაზრებები ჰქონდათ, ეს მათთვის უპრეცედენტო შესაძლებლობა იყო. ამის სანაცვლოდ საკუთარ ამომრჩევლებს უმტკიცებდნენ, რომ დღევანდელ სხდომას ჩაშლიდნენ, ამასობაში ვერც სხდომა ჩაშალეს და ვერც ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა გამოიყენეს. ბოლოს და ბოლოს თუ არ უნდოდათ პარლამენტში შესვლა, გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა, ეთქვათ რასაც ფიქრობდნენ, იქვე დაეწერათ განცხადება პარლამენტის დატოვების შესახებ და გამოსულიყვნენ. სრულიად დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ დამთავრდება იმით, რომ ეტაპობრივად შევლენ პარლამენტში.

პ.ს.ისე ახლა კი ნამდვილად, კანონით დადგენილი წესით, შეუძლიათ მიმართონ პარლამეტსნ განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე." - წერს კახა კახიშვილი "ფეკისბუკში".