„ქართული ოცნების“ დეპუტატი, კახა კახიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ხალხმა ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მოუსმინოს.

კახა კახიშვილის თქმით, უკეთესი იქნებოდა, ზურაბიშვილს ეს სიტყვები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა და ხალხისთვის მოეწოდებინა, რომ ივანიშვილისთვის არ მოესმინათ, რადგან, სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მხარდაჭერით გახდა ის პრეზიდენტი.

„სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილზე: „მას არ უნდა მოუსმინოს ხალხმა“.

ისე, კარგი იქნებოდა ეს სიტყვები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ეთქვა ივანიშვილს „ნუ უსმენთ.“ მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა
ივანიშვილის სიტყვითა და მხარდაჭერით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ, უკეთესი იქნებოდა დღევანდელი საქართველოსთვის,“ – წერს კახა კახიშვილი.