რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს, მეთიუ მორის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კონგრესისა და საქართველოს ურთიერთობასა და შემდგომი თანამშრომლობის პოტენციურ მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო დეცენტრალიზაციის საკითხებს და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და  არსებულ გამოწვევებს.

შეხვედრას, რომელიც ევროპის საბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, კომიტეტის  წევრი მერაბ ქვარაია და  კონგრესის წარმომადგენლები დაესწრნენ.