ასეთი განცხადებას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აკეთებს
„როდესაც მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება. ევროკავშირმა უკვე შეუწყვიტა საქართველოს დაფინანსება დემოკრატიული პრინციპებიდან უკან დახევისთვის. დღეს ევროპა ბლოკავს ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებას რეპრესიულ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისთვის, მათ შორის ქართველი დიპლომატებისთვის. საქართველოს მოსახლეობას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში ადგილი არ არის მათთვის, ვინც რეპრესიებს განასახიერებს“ - ამბობს კაია კალასი.
„დღევანდელი გადაწყვეტილება არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის სასტიკ დარბევაზე, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე არ დაიწყებოდა. ვიზების ლიბერალიზაცია გადამწყვეტია ევროკავშირსა და მსოფლიოს პარტნიორ ქვეყნებს შორის მოგზაურობის ხელშეწყობისთვის. მათ, ვინც არ სცემს პატივს ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა ისარგებლონ ამ თავისუფლებით. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას“, - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და დემოკრატიის დარგში ჰენნა ვირკუნენი.
„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ლახავს გაერთიანების, გამოხატვისა და პირადი ცხოვრების თავისუფლების უფლებებს, რაც დემოკრატიის უკუსვლას წარმოადგენს. ევროკავშირმა რეაგირება უნდა მოახდინოს. დღეს ჩვენ პირველად ვიყენებთ ვიზების შეჩერების გადახედულ მექანიზმს“ - ამბობს შენაგან საქმეთა და მიგრაციის კომისარი მაგნუს ბრუნერი.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა.




