"ქვეყანაში აქამდე უნდა შექმნილიყო მესამე პოლიტიკური ძალა, ჩვენ ამის შანსი გვქონდა, საპარლამენტო არჩევნების წინ და ეს შანსი ხელიდან გავუშვით" - განაცხადა "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ "რეპორტიორში".
"აუცილებელია მოხდეს ისეთი პოლიტიკური ძალთა შეკრება, რომელსაც შუძლია საზოგადოებას შესთავაზოს ქვეყნის განვითარების ახალი გზა, ახალი საგარეო პოლიტიკური კურსი, ახალი ეკონომიკური კურსი, სოციალური რეფორმები, (განსაკუთრებით საპენსიო რეფორმა) სიღარიბის დაძლევის პროგრამა, განათლების რეფორმა და ა.შ. ასეთ ძალას რა თქმა უნდა მომავალი აქვს.
თუ იქნება კვლავ არაადეკვატური ამბიციები, რაც დღვანდელ პოლიტიკურ რეალობაში ბევრია... პირველობის სურვილით ბევრი კოალიცია დაიშალა. იმ ამომრჩეველმა, რომელმაც ზურგი შეაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას", ვერ იპოვა ჩვენში თავისი ლიდერი, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ ინტერესებს ადეკვატურად უპასუხებს, მას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ შენ ქვეყნის მართვის ძალა შეგწევს, საჭესთან უნდა დაჯდეს არა ის ადამიანი, რომელიც გიყვარს და ლამაზი თვალების გამო მოგწონს, არამედ ის ვინს იცის როგორ მართოს “. - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.