"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია სოციალურ ქსელში პოლიტიკური გაერთიანების განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, მათი მიმართვა ხელისუფლებისადმი გაავრცელოს. "ერთადერთი სახელმწიფო რომელიც რეგიონში ეფექტურ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს ანხორციელებს არის რუსეთის ფედერაცია" - აცხადებს "ქართული დასი" და ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაამყაროს კავშირი და კოორდინაცია რუსეთთან.

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული დასისს" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ქართული დასი" სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს რუს ხალხს და რუსეთის მთავრობას ამ უმძიმეს ბრძოლაში და მიმართავს ხელისუფლებას: დანაშაულებრივი უმოქმედობის გამო საქართველო გადაიქცა "პოტენციური მებრძოლების" სატრანზიტო ქვეყნად, საზღვერებზე მოშლილია კონტროლი, ხალხი და სახელმწიფო არის სრულიად დაუცველი ტერორისტული ან სხვა სახის აგრესიისაგან.

დღეს დუმილი და უმოქმედობა საფრთხეს უქმნის ხალხს და არის დანაშაული ერისა და სახელმწიფოს წინაშე.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ახალგაზრდების იდეოლოგიურ რადიკალიზაციას, გადაბირებას, თურქეთში გადაყვანას და გაწრთვნას ეწევა თურქული, რადიკალური ძალების მიერ კარგად ორგანიზებული აგენტურული ქსელი.

ერთადერთი სახელმწიფო რომელიც რეგიონში ეფექტურ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს ანხორციელებს არის რუსეთის ფედერაცია.

მოგიწოდებთ, აღადგინოთ რეალური კონტროლი თურქეთის საზღვარზე, დაუყოვნებლივ დაამყაროთ კავშირი და კოორდიანცია რუსეთთან, მხარი დაუჭიროთ და ხელი შეუწყოთ რუსეთის ანტიტერორისტულ ღონისძიებებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ დაიცვათ ხალხი და სახელმწიფო"