საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეებისთვის კანონიერი დახმარების გაწევა დანაშაული არ არის, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელში წერს.
„საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეებისთვის კანონიერი დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. ისევე, როგორც ეს არ არის „საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. მე კვლავ ვდგავარ საქართველოს ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების იმ წევრების გვერდით, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიის შენარჩუნებას ცდილობენ“, – წერს შაჰინი.
ცნობისთვის, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.
“Providing legal aid to protestors detained by the Georgian Dream government is not a crime. Nor is it ‘sabotage against the state.’ I continue to stand with the Georgian people and members of civil society who seek to preserve Georgia’s democracy.” -@SenatorShaheen https://t.co/8Qu4XHpzDp
— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) August 27, 2025