ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ფაქტს ეხმიანება.

"მივესალმები დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც უარს ამბობენ შეასრულონ მათი მოვალეობა და დაიცვან ქართველი ხალხის უფლებები. დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს", – წერს შაჰინი სოციალურ ქსელში.