ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებით, ნასაკირალში შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წაგება, შესაძლოა, 2015 წელს, იგივე პარტიის დეპუტატის და ნასაკირალის გამგებლის ტარიელ ანთაძის დაკავებამაც განაპირობა.
„მე მაინც მგონია, რომ გამგებლის დაჭერა არ მოეწონათ და ამან იმუშავა ნასაკირალში ძალიან ცუდად. თუ ეს ასეა, შემაშფოთებელია, თუ ეს ასე არ არის და სხვა მიზეზია, უკეთესია. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ წარუმატებლობის სერია თან სდევს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზრდის რესურსი არ აქვს და არჩევნებზე ბარიერის გადალახვა გაუჭირდება.