იტალიის საკალათბურთო ლიგამ (LegaBasket) თორნიკე შენგელია ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მძიმე ფორვარდად დაასახელა და სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
სპეციალურ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ორგანიზატორებისგან თავისი ჯილდო მიიღო. სიმბოლურ გუნდში თორნიკესთან ერთად „ვირტუს ბოლონიაში“ მისი თანაგუნდელი მარკო ბელინელიც მოხვდა.
ამჟამად „ვირტუსი“ იტალიის სუპერთასის ნახევარფინალური შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც „ნაპოლი ბასკეტთან“ გამართავს, გამარჯვების შემთხვევაში კი ტიტულისთვის „მილანოსა“ „ვენეციას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია იტალიური გუნდის რიგებში 2022 წლიდან ირიცხება.