საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარი არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა" (ISSA) ჩაატარა.
როგორ შეაფასებთ პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? - ამ კითხვაზე საზოგადოების 58.2% ამბობს, რომ უარყოფითად შეაფასებდა, 7.2% კი დადებითად.
უარყოფითად - 58.2%
არც დადებითად, არც უარყოფითად - 26.4%
დადებითად - 7.2%
არ ვიცი / უარი პასუხზე - 8.2%.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს.
მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში.