ჩამწკრივდნენ და ზოგიერთ უსამშობლო ლექტორს ჰგონია, რომ აი, ჩვენ ვართ. არა, ბატონო! მაგალითად, სახელმწიფო უნივერსიტეტში ათასზე მეტი ლექტორია და აქციებზე დგას რამდენიმე ათეული, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გამოვიდნენ და თქვეს, რომ მხარს უჭერენ ხოშტარიებისა და ჯაფარიძეების მიერ მოწყობილ, ამ უსამშობლოების გადატრიალებას, ფსევდო რევოლუციას თავისი ჭკუით. არ აგვერიოს. ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა უმრავლესობაში ვართ, ვინც ვირჩევთ მშვიდობას, ვინც ვირჩევთ მშვიდობიან განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას, ევროინტეგრაციას და ჩვენ ამას მივაღწევთ.
ეს ჩვენ გაგვიკეთებია და ეს არ არის ლიტონი სიტყვები. მშვიდობაც შევინარჩუნეთ, მათ შორის, ევროინტეგრაციაში დავწინაურდით, აქამდე მოვედით და ბოლოშიც გავალთ. ჩვენი დაპირებაა, რომ 2030-ში ყველაზე მომზადებულები ვიქნებით კანდიდატებს შორის და ამ დაპირებას შევასრულებთ, როგორც აქამდე მოვედით“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.