"სარჩელი, რომელიც რობაქიძის თემას უკავშირდებოდა, საერთოდ განხილვაშიც კი არ მიიღო. ყველა გახმაურებული თემა, რომელიც თავის დროზე "რუსთავი 2-ს", ნიკა გვარამიას, სააკაშვილს ეხებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემამ მიიღო." - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
"ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი სასამართლო რეფორმირებულია, ჩვენი სასამართლო განვითარების სწორ გზაზე დგას. ბუნებრივია, არის გამოწვევები და ამ გამოწვევებთან დაკავშირებითაც ყოველთვის იქნება რეფორმა. ასე რომ, კიდევ ერთხელ მისასალმებელია, რომ ერთი ერთში იმეორებს სტრასბურგი იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს სასამართლო იღებს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.








