ოპოზიციის ალიანსი ბუტაფორია იყო. მათი პატრონების მიერ იყო დაკვეთა, რომ ოპოზიციისთვის შემორჩენილი მიმდევრებისთვის რაღაც განცდა შეექმნათ, თითქოს ოპოზიციური ერთიანი ფრონტი ყალიბდება, — ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში, განსხვავებული მრწამსის, ხედვის, ღირებულებების, პოლიტიკური წარსულის ადამიანები ერთად შეყარეს.

„უსამშობლოებს მათმა პატრონებმა რა უქნეს. როგორ უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ ერთობლივ ძალად? მათ რომ ჰკითხო, ყველა არის ცოტნე დადიანი, დავით აღმაშენებელი და მებრძოლი რაინდი. „ჩერგო“ ვინმეს დაუთმობდა ლიდერობას? გვარამია-თენგო? ისიც, იქით „იქაჩება“. ის „ტოპტვინაც“ ლიდერებში გადის. მათ რიგებში ერთობა გამორიცხულია. ეს იყო ხელოვნურად შეკოწიწებული თემა, რათა თავიანთი მიმდევრებისთვის ენახებინათ, რომ ოპოზიცია გაერთიანდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო გააქრეს კი არა, მთლიანად არიან გამქრალი პოლიტიკური არენიდან“, — განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის.