მმართველ გუნდში ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს. როგორც "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, კომისია გაფართოებული მანდატის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას მოიპოვებს.


"თავიდან არ ეგონათ თუ ამ მასშტაბებს მიაღწევდა ეს კომისია. რასაც ჩვენ ვისმენთ, ის ოჯახების ტრაგედიები, ბიზნესმენების, როგორ ხდებოდა დაბარებები, ჩამორთმევები ქონების, მუქარა, შანტაჟი, ოჯახის წევრების დაწიოკება. იმათთვის ვერ  გაუმართლათ, აგერ დაუხოცეს ოჯახის წევრები და ეს საშინელება, ბავშვების თვალწინ. ბუნებრივია, ეს არის მყარი საფუძველი, რომ სასამართლომ შემდეგ იმსჯელოს ამ თითოეულ მონაწილე პირზე, ვინც ამ რეჟიმს წარმოადგენდა.

მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ ეს კომისია ბოლომდე მივა. თქვენ იცით, რომ პარლამენტი იმსჯელებს ახლა, რომ ვადა კიდევ უფრო გაახანგრძლივოს იმიტომ, რომ 2012 წლის შემდეგაც გრძელდებოდა მავნებლობები ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ", - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა