კუბილიუსები, ფოტიგები, ჟიგმანტასები და გიჟმანტასები მწვალებელთა პარტიის მეგობრები არიან. ისინი არასდროს ყოფილან საქართველოს ინტერესების დამცველები, ქართველი ხალხის მეგობრები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ნაცები“ უსამშობლოები, ჟიგიმანტასები არიან“.
„ჟიგიმანტასი ლობირებდა და ამბობდა, სააკაშვილი გამოუშვით, თორემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო. მწვალებელთა პარტიები რომლებიც გვყავს აქ, „ნაცები“, უსამშობლოები, ესენი ყველანი ჟიგიმანტასები არიან. მათ ქართული ინტერესი არ აინტერესებთ. მათი ინტერესია პოლარიზაცია, რადიკალიზაცია და სააკაშვილის, ბელადის გამოშვება. ჰგონიათ, რომ არჩევნებს მოიგებენ. ხომ ამბობთ, რომ უმრავლესობაში ხართ და ყველას უნდა გამჭვირვალობის კანონპროექტი გავიწვიოთ, რამდენიმე თვეშია არჩევნები. პარტნიორებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმა გვითხრეს, რომ კითხვის ნიშნებიც რომ არ დაისვას არჩევნებზე, ელექტრონული გავხადოთო. გავხადეთ ბატონო, მთლიანად ელექტრონულია. თუ გაიმარჯვებთ, კანონი ძალაში შესვლასაც ვერ მოასწრებს, ადექი და გაიწვიე. პრობლემა რა არის? პრობლემა ისაა, რომ იცით, უსამშობლოები ხართ, თქვენ გვერდით არ დგას ქართველი ხალხი. იმ ახალგაზრდების ხარჯზე გინდათ წინ წახვიდეთ, რომლებიც შეცდომაში შეიყვანე. ესაა თქვენი ხელწერა, ხედვა. გიგაურს და ლომჯარიას მოუწევთ მილიონობით დაფინანსების გამჭვირვალობა და დეკლარირება. თუ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო არ არის, ამის შემდეგ გააგრძელონ, იმუშაონ, პრობლემა რა არის. წინააღმდეგი თუ იქნებით, არ გაგატარებინებთ, არ აგარევინებთ, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის ნებას, ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.