„ახლა ვუსმენდით „ნაციონალური ტრაგედიის“ წარმომადგენელს, ბატონ ვაშაძეს, რომელიც ყელმოღერებით...გეგონება დიდი მხარდამჭერი იყოს ან პიროვნების, ან სოციალურად დაუცველების. ეს ადამიანი იყო იუსტიციის მინისტრის მაღალჩინოსანი, როდესაც სწორედ პენსიონერებს სესხი 150%-იანი გაუხადეს. „ღიმილიანი საქართველო“ რომ დაარქვეს და კბილები დააძრეს ჩვენს პენსიონერებს, ეს იყო ერთერთი ავტორი, პოპულისტი, აი, ეს კაცი ეხლა“ - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერის, გიორგი ვაშაძის  გამოსვლას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ირაკლი ზარქუამ პლენარულ  სხდომათა დარბაზში მობილურ ტელეფონში ჩართო აუდიო-ჩანაწერი, სადაც გიორგი ვაშაძე  ონკოლოგიურ დაავადებულებზე საუბრობს.

„ანუ ეს „კაცმაცუნა“ ონკოლოგიურ დაავადებულებზე ამბობდა, რომ ე.ი. შავ ხვრელში ხდება ფულის გადარიცხვა, დახარჯვა, დაფინანსებაო. აი, ეს ადამიანი. ახლა ვითომ დიდი გულშემატკივარი გამოვიდა. გაუჭირდა, იმიტომ, რომ თავის პარტიაში 5 კაცით შემოვიდა და ის შემორჩა, რა გვარია? ერთი მსხვერპლი რომ ჰყავს - მანჯგალაძე, დანარჩენი დაიშალა, ახლა გადაბარგდა და „ხაბე“ ჩააჩოჩა. აი, ეს პოპულისტი და იმ ჯიგარს, ევროპელებს რომ ძარცვავს, ამით უნდა ხელისუფლებაში მოვიდეს. აი, ამათი, ერთმანეთს რომ არ ენდობიან ისეთი ხალხით.

პენსიონერებს, დიახ, უფრო მეტი გვერდში დგომა სჭირდებათ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შესაძლებელია. ამათი დრო წასულია“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.