სტრატეგიული პარტნიორი არ ექცევა თავის სტრატეგიულ ქვეყანას ისე, როგორც გვექცევიან ჩვენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, განაცხადა.  

„სტრატეგიული პარტნიორი არ ექცევა თავის სტრატეგიულ ქვეყანას ისე, როგორც გვექცევიან ჩვენ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. არ უსანქცირებენ ადამიანებს ისე, რომ განმარტებასაც არ მოაყოლებენ. გვეუბნებიან, გაზეთებში წაიკითხეთო და უკაცრავად, მაგრამ გვაქვს იმის უფლება, ვთქვათ, რომ უფრო მეტი ახსნა-განმარტება მოგვეცით, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რაღაცა მიზანი, რომელიც მათი მხრიდან არ არის მიღწეული ხოლმე, ამას მოჰყვება, ასეთი ერთგვარი სადამსჯელო ოპერაცია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.