ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს: 

"ეს კი არ არის დიქტატურა, ის არის ნეოკოლონიასტური დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ, როდესაც სახელმწიფოში არის ხელისუფლება, რომელიც განა დემოკრატიას ებრძვის ან ზღუდავს, იცავს თავის ინტერესებს, პარალელურად დემოკრატიის არსებობისა. მაგრამ ეს თავის ინტერესების დაცვა, ყოველთვის შენ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან ბოლომდე თანხვედრაში არ მოდის, ამიტომ ესეთ პატარა ქვეყანაზე აწარმოებ ზეწოლას, იმიტომ რომ შენ დიდი ხარ. ვერავითარ იზოლაციაში ქვეყანა ვერ მოექცევა, იმიტომ რომ არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ  ასეთი გამჭვირვალე, დემოკრატიული სახელმწიფო მოექცეს იზოლაციაში", - ამბობს ქადაგიშვილი.