უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები არ შედგეს, პოლიტიკური შეფასებები გრძელდება.
ამასთან, სუსი უფრო მძიმე სცენარზეც საუბრობს და აცხადებს, რომ "დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრევენციული განცხადებები კეთდება.
"მნიშვნელოვანია, რომ პრევენციულად კეთდება ასეთი განცხადება. მეორე, სამწუხარო რეალობაა ის, რომ ფაქტობრივად, ყველა მაიდანისა და ფერადი რევოლუციის თანმხლები მოვლენაა ეს საკრალური მსხვერპლშეწირვა, რომელმაც მინავლებისკენ მიმავალი აქცია ხელახლა უნდა გააცოცხლოს და ადამიანთა დიდი მასების აღშფოთება გამოიწვიოს. ამიტომ, ასეთი საშიშროება რეალურია და ვისურვებდი, რომ თუ არსებობს კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება, ალბათ შესაბამისი ქმედებებიც არის განსახორციელებელი, რომ აღკვეთილი იყოს ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ მოხდეს ასეთი მძიმე ინციდენტი", - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.