ოპოზიციას არანაირი ხედვა არ აქვს იმის, რომ საპარლამენტო არჩევნებში რაიმე რეალურ წარმატებას მიაღწიოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის გეგმაა, ქვეყანაში მაქსიმალურად დესტაბილიზაცია მოაწყონ და ამის ფონზე, ამღვრეულ წყალში იქნებ თევზი დაიჭირონ.
„რა არის სალომე ზურაბიშვილის როლი? დესტაბილიზაციის მაქსიმალური წახალისება და ხელშეწყობა. ოპოზიციის გეგმა იმას ეფუძნება, როგორც გონჩარენკომ მოუწოდა – ან მაიდანი, ან არჩევნებზე არაფერი გამოგივათო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.