მომავალ თაობას პოლიტიკოსების ლაი-ლაი ნაკლებად აინტერესებს და მათ გარეშეც შეუძლია თავისუფლების დაცვა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ პროტესტს, გარდა იმისა რომ ხელისუფლებას ალიყური მოხვდა და უკან დაიხია, ჰქონდა არანაკლები მნიშვნელობა იმ მხრივ, რომ დასავლეთმა კვლავ დაინახა ჩვენი ერის სიცოცხლისუნარიანობა და იგივე ინსტიქტები, რასაც მთელი მისი არსებობის მანძილზე ასხივებდა - კვლავ ერთგულია თავისუფლების იდეისადმი. გული მწყდება, რომ ამ მძიმე დღეებში საქართველოში არ ვიყავი და უმნიშვნელოვანეს მოვლენებს გამოვაკლდი (სადღაც სხვა კონტინენტზე ჩავრჩი). თუმცა მახარებს ის, რომ ჩვენმა თაობამ თავისუფლების დროშა არანაკლებ მებრძოლ და უფრო პროგრესულ მომავალ თაობას გადააბარა.

პ.ს. კიდევ ერთი, არანაკლები მნიშვნელობა იმასაც ჰქონდა, რომ მომავალ თაობას პოლიტიკოსების ლაი-ლაი ნაკლებად აინტერსებს და მათ გარეშეც შეუძლია თავისუფლების დაცვა“- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.