პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს.

ირაკლი მეზურნიშვილმა იაპონელ დიპლომატს წინა კვირას ტოკიოში მისი სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, იაპონია-საქართველოს  საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ იჩირო აისავასთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ის აქტუალური საკითხები განიხილეს, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას უკავშირდება. 

ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო დააახლოებს. იაპონია არის ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის სუვერენიტეტს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე აქტიურად უჭერს მხარს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.