კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც “ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად იყო წარმოდგენილი, ცესკოს მიერ დათვლილი ხმების რაოდენობას ეთანხმება.
ირაკლი კუპრაძემ მადლობა გადაუხადა 40 ათასამდე ამომრჩეველს, რომელმა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მისცა.
“მადლობა 40 ათასამდე თბილისელს, რომელიც მოვიდა, ხმა მომცა და მხარი დამიჭირა ამ პროცესში”- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ "ტვპირველის" ეთერში.







