სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ ასე ღიად ნუ გაშიფრავს საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“ და ასე ღიად ნუ ჩაერთვება ხოლმე „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეხებოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალურად უნდა მიიღონ მონაწილეობა ემიგრანტებმა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  გახსნილი იქნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და ემიგრანტებს ექნებათ სურვილის შემთხვევაში ხმის მიცემის საშუალება.

„აქაც რეალურად, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩაერთო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიაში. რაც შეეხება ემიგრანტებს, გახსნილი იქნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და ემიგრანტებს ექნებათ სურვილის შემთხვევაში ხმის მიცემის საშუალება, ეს იქნება უზრუნველყოფილი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ ასე ღიად ნუ გაშიფრავს ხოლმე საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“ და ასე ღიად ნუ ჩაერთვება ხოლმე „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.