საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატიურ მისიაში გამგზავრებამდე საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩებს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის  ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ არჩილ ძულიაშვილთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ პაატა კალანდაძესთან, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩ ნოშრევან ლომთათიძესთან, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩ ზაზა კანდელაკთან, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ ზურაბ მჭედლიშვილთან, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩ ვახტანგ ჯაოშვილთან და ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ზურაბ ხამაშურიძესთან.

„ირაკლი კობახიძემ ელჩებთან მათი დიპლომატიური მისიების პრიორიტეტები განიხილა და კონკრეტული დავალებები მისცა. მთავრობის მეთაურმა ახალ ელჩებს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია  ინფორმაციაში.