მართლა პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში, დაუჭამიათ ერთმანეთი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და განმარტა, რომ სასურველია,  კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს.

„რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად, მნიშვნელოვანია, არა მარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს, აქეთ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.