„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“არიან რაღაც დაჯგუფებები, რომლებსაც არავითარი შანსი არ აქვთ, საარჩევნო ბარიერი გადალახონ, თავისი პრობლემა აწუხებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ღონისძიებაზე, „როგორ ყალბდება არჩევნები“.
„ექსტრემისტული პარტიების განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ორი ექსტრემისტული დაჯგუფება ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთებას არ საჭიროებს. ისინი არიან რაღაც დაჯგუფებები, რომლებსაც არ აქვთ არავითარი შანსი, გადალახონ საარჩევნო ბარიერი. თავისი პრობლემა აწუხებთ და ამიტომ ლაპარაკობენ ამ ყველაფერს. ექსტრემიზმის მთელი არსი ეს არის, რომ მუდმივად უნდა გამოდიოდე ექსტრემისტული განცხადებებით. სუს-ის წარმომადგენელი შეიძლება, ჩართული იყოს ნებისმიერ პროცესში, თუ საუბარია უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. არ ვიცი, ინსტიტუციურად რა, როგორ ევალება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ მილიონი სპეკულაციაა და ძირითადად სპეკულაციებს ავრცელებენ ექსტრემისტული პარტიები, როგორიც არის „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „დროა“. ასეთი ექსტრემისტული პარტია არაერთია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.